Sunday, September 20, 2009

ტრენინგი მენტორებისთვის


მასწავლებელთა მაძიებლობის საპილოტე პროექტი ფარგლებში 2009წლის 12 მაიისს თბილისში შედგა მენტორების მეორე შეხვედრა პროექტის კოორდინატორთან ეკა მამცაშვილთან და ტრენერ-კონსულტანტებთან : პაატა პაპავა და პავლე თვალიაშვილთან.

ტენინგის მიზანი იყო :
მასწავლებლობის საპილოტე პროექტის მონაწილე მენტორების კომპეტენციების გაღრმავება(მათ შორის შეფასება) და პროექტთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხების შესახებ ინფორმაცია.
ტრენინგის შედეგები
მონაწილე მენტორები
• გაიაზრებენ მენტორის ფუნქციებსა და მოვალეობებს (რევიზია); ყურადღებას გაამახვილებენ პროექტის დასრულებასთან დაკავშირებულ ფუნქცია- მოვალეობაზე;
• გაეცნობიან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ახალ პროექტებსა და გამოცემებს
• შეძლებენ მიზნობრივ დახმარების გაწევას მაძიებლებისათვის
 შემაჯამებელი სადემონსტრაციო გაკვეთილის მომზადებაში
 ფორტპოლიოსათვის საბოლოოო სახის მიცემაში

• შეძლებენ სხვადასხვა დანიშნულების შეფასების რუბრიკის დამზადებასა და გამოყენებას
• დაეუფლებიან მენტორის ფორტპოლიოს ეფექტურად წარმოებისათვის საჭირო მიდგომებსა და ტექნიკას;
• გააცნობიერებენ მაძიებლის შემდგომი პროფესიული პრაქტიკის ეფექტურად გაგრძელებასთან დაკავშირებულ ასპექტებს
• განიხილავენ მენტორთა პროფესიული გუნდის ფორმირების პოტენციალს
ცოდნისა და უნარების გარდა მონაწილეებს ჩამოუყალიბდებათ შემდეგი დამოკიდებულებები:
• ინტერესი და პასუხისმგებლობა, როგორც პროექტის, ისე საკუთარი როლისა და ფუნქციების მიმართ
• პოზიტიური დამოკიდებულება მაძიელობის/ მენტორობის ინსტიტუტის მიმართ


ტრენინგის თემები:
• მენტორის უფლება- მოვალეობები
• მაძიებლისა და მენტორის საჭიროებები პროექტის ეფექტურად დასრულებისათვის
• მაძიებლთა შემაჯამებელი შეფასება
 ეფექტური სადემონსტრაციო გაკვეთილი
 ეფექტური მაძიებლობის ფორტპოლიო
• ეფექტური მენტორის ფორტპოლიო
• შეფასების რუბრიკა
• მენტორის თანამშრომლობა ადმინისტრაციასთან და სხვა მენტორებთან
• მაძიებელთა კარიერა
• მენტორთა კარიერა
• მენტოროთა პროფესიული გუნდის ჩამოყალიბება